პროექტის შესახებ

Parki Ar Minda არის არაკომერციული ეკო-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაფუძნებულია მარიამ პესვიანიძისა და ტატიანა რემნევის მიერ.

ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ ყოვლისმომცველი ინფორმაცია და იდეები საქართველოში უფრო ეკო მეგობრული ცხოვრების წესზე. 

ჩვენი მიზნის მისაღწევად გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს: ჩვენი წარმოების ჩანთები და ეკო-ტაქსის მომსახურება; ღონისძიებები – ნეთვორქინგი ეკო თემატიკაზე, საჯარო ლექციები, Clean-Ups & Clean Games, SWAP– წვეულებები.

ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებასთან და ბიზნესმენებთან, რომლებსაც ვუწევთ კონსულტაციას მდგრად და მწვანე პრაქტიკებზე. 

მარიამ პესვიანიძე
თანადამფუძნებელი

მარიამი არის რეჟისორი. მისი ძირითადი მიმართულებებია დოკუმენტური, სარეკლამო და კონცეფციური ვიდეოები. გარდა კინოინდუსტრიისა, მარიამი ზოგჯერ ქმნის თავის ნამუშევრებს, როგორც თანამედროვე ხელოვანი, პერფომანსების, ინსტალაციების, ვიდეო ხელოვნებისა და ქუჩის ხელოვნების სახით.
2014 წელს მან დატოვა რუსეთი უკრაინისთვის, 2015 წელს თბილისში გადმოვიდა, სადაც განაგრძო მუშაობა ვიდეო წარმოების სფეროში.
2019 წელს წარმატებით დაამთავრა ეკო-ტრენერების სკოლა Green Driver school. სწავლის დროს მან გადააფასა თავისი შეხედულებები და ტატიანა რემნევასთან ერთად, შექმნა პროექტი parki ar minda.

მაშინაც კი, რამდენიმე წლის წინ, ისევე როგორც ბევრი ადამიანი, ყოველთვის, როდესაც საყიდლებზე დავდიოდი, ჩემთან სახლში ნაგვის ურნა მომქონდა: პლასტმასის ჩანთები, პლასტმასის შეფუთვა, პენოპლასტის ტარები, პლასტმასის ბოთლები და ა.შ.
მე არ ვფიქრობდი, თუ სად მიდის ეს ყოველივე, სახლთან განლაგებული ნაგვის ურნაში მოხვედრის შემდეგ.

დაახლოებით ერთი წლის წინ მოვიძიე ინფორმაციას, თუ რამდენად ცუდია ხალხის მიერ წარმოქმნილი ყველა ნაგავი: ნაგვის კუნძულები, ტონა და ტონა მეწყერი ბუნებაში, სადაც არაფერია ბიოდეგრადირებადი. მივხვდი, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შემიძლია, როდესაც ყველაფერს ნაგვის ურნაში ვყრიდი. გადავწყვიტე, რადიკალურად შემეცვალა ჩემი მიდგომა მოხმარებასთან დაკავშირებით.

ტატიანა რემნევა
თანადამფუძნებელი

ტატიანა არის კომუნიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება PR-ში, ღონისძიებებსა და მარკეტინგულ კომუნიკაციებში. მოსკოვიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ ტურიზმისა და ღონისძიების დაგეგმვის სფეროში მუშაობდა.
დაწერა სახელმძღვანელო „საქართველო რომანტიკისათვის“. ტატიანა პირველ იყო იმათთაგან, ვინც ნარჩენების დახარისხება დაიწყო მათი შემდგომი გადამუშავებისთვის.

როდესაც საქართველოში გადამოვედი, გაოცებული ვიყავი ამ ქვეყნის სილამაზით. მაგრამ, როდესაც მიმოვიხედე გარშემო, დავინახე უსასრულო პლასტმასის ჩანთები, რომლებიც ხეებზე იყო ჩამოკიდებული, მდინარეებში ცურავდა და ხეობებში მოძრაობდა.

ეს იმდენად სამწუხარო იყო, რომ ეს მშვენიერი მიწა ამდენად დაბინძურებულია. და როგორც პროტესტი ამ რეალობის, ვთქვი უარი პლასტმასის ჩანთებზე ყოველ ჯერზე, როდესაც საყიდლებზე დავდიოდი. თანდათან ვისწავლე ბუნებაში ჩვენი ნაკვალების შემცირება. გზა ნულოვანი ნარჩენებისკენ გრძელი და ზოგჯერ უსწორმასოროა, მაგრამ სინამდვილეში არც ისე რთულია.

თქვენ არ გჭირდებათ ცხოვრების მთლიანად შეცვლა, უბრალოდ შეცვალეთ დამოკიდებულება.

Zeen is a next generation WordPress theme. It’s powerful, beautifully designed and comes with everything you need to engage your visitors and increase conversions.