რა არის 𝟳𝗥?

თავიდან იყო 3R – Reduce (შეამცირე), Reuse (ხელახლა იხმარე), Recycle (გადაამუშავე). მერე იყო 5R – Refuse (თქვი უარი), Reduce (შეამცირე), Reuse (ხელახლა იხმარე), Recycle (გადაამუშავე), Rot (დაალპე). მაგრამ მერე გაჩნდა ახალი გამოწვევები საზოგადოების წინაშე და შეიქმნა 7R-ს კონცეპცია. ეს არის 7 ნაბიჯი, რომელიც ყოველ დღე უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ ჩვენი პერსონალური ნეგატიური გავლენა შევამციროთ გარემოზე. 7R გვეხმარება, უკეთესად გავიაზროთ მოხმარება. გააზრებული მოხმარება საბაზისო რამ არის ეკომეგობრული მიდგომისათვის. ეს ნიშნავს, რომ ვსვამთ კითხვებს და ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს. ასე რომ…

𝗥𝗘𝗧𝗛𝗜𝗡𝗞 (გადაიაზრე)

გადაიაზრეთ თქვენი დამოკიდებულება ვაჭრობისა და ზოგადად, მოხმარების მიმართ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: მჭირდება ეს შენაძენი? ყველაფერი მჭირდება? კარგი შენაძენია ამ ფასად? მომიტანს ეს შენაძენი ბედნიერებას დიდი ხნის განმავლობაში? დიდხანს გამიძლებს? ეკომეგობრულია? რა გავლენას მოახდენს გარემოზე და ჯანმრთელობაზე?

𝗥𝗘𝗣𝗔𝗜𝗥 (შეაკეთე)

შეაკეთეთ ნივთები, რომლებსაც უკვე ფლობთ. გათავისუფლდით სწრაფი მოდის მარკეტინგული ქსელებისაგან და საერთაშორისო ბრენდების გავლენისაგან, რომლებიც ცდილობენ, შეიძინოთ ახალი ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ. მოუფრთხილდი ნივთებს და შეაკეთეთ ისინი, თუ საჭიროა. აქაც უამრავი ვარიანტი არსებობს: მკერავები, რომლებსაც შეუძლიათ შეგიკეთონ ტანსაცმელი, მეწაღეები, რომლებიც შეგიკეთებენ ფეხსაცმელს, მაღაზიები სადაც სახლის ტექნიკას შეაკეთებენ და ასე შემდეგ.

𝗥𝗘𝗙𝗨𝗦𝗘 (თქვი უარი)

თქვით უარი ნივთებზე, რომლებიც არ გჭირდებათ ან არ გინდათ. ეს შეიძლება იყოს ნიმუშები, არასაჭირო საჩუქრები, დამატებითი შეფუთვა და ასე შემდეგ. უარი თქვით ერთჯერადი მოხმარების ნივთებზე, ჩაანაცვლეთ ისინი მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით. საქართველოში მრავალი ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ იყიდოთ საკვები წონით და ჩააწყოთ მრავალჯერად ჩანთებში ან კონტეინერებში. არასაჭირო ნივთებზე უარის თქმით ასევე დაზოგავთ ფულს, რომლის გამოყენებაც უფრო მნიშვნელოვანი რამეებისთვის შეგიძლიათ.

𝗥𝗘𝗗𝗨𝗖𝗘 (შეამცირე)

შეამცირეთ მოხმარება. მოხმარებაზე ორიენტირებული კულტურა ითხოვს თქვენგან, რომ იყიდოთ უამრავი ახალი ნივთი მუდმივად. მაგრამ სინამდვილეში, სულაც არ გვჭირდება მთელი ეს ნივთები იმისათვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. გჭირდებათ თუ არა მეათე ჯინსი ან ხალი მაისური? წარმოიდგინეთ, რამდენი ენერგია და წყალი დაიხარჯა მათ საწარმოებლად. და კიდევ, ენერგიას რაც შეეხება, არ დაგავიწყდეთ შუქის გამორთვა ოთახში, როცა გადიხართ და ყველაფრის გამორთვა და გამოერთება, როცა არ გჭირდებათ.

𝗥𝗘𝗨𝗦𝗘 (ხელახლა იხმარე)

იხმარეთ ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია და მუშაობს. ხელახლა გამოყენება ზოგავს ფულს და გარემოს რესურსებს. ასევე ნაგვის ნაგავსაყრელებზე დაგროვების პრევენციას ახდენს. მოუძებნეთ ახალი ფუნქცია ღვინის ბოთლებს და საცობებს ან შუშის თასებს სამზარეულოში ან ძველ მაისურს (შეიძლება მშვენიერ საწმენდ ტილოდ გადააქციოთ). ხელახალი გამოყენება ასევე გაზიარებასაც გულისხმობს. კარგი ვარიანტია ტანსაცმლის გაცვლა სვოპ წვეულებებზე და მონაწილეობის მიღება გაზიარების პროექტებში Airbnb – ზე, AiCar • აიქარი – ზე და სხვა.

𝗥𝗢𝗧 (დაალპე)

დაალპეთ ორგანული ნარჩენები. ეს არის თქვენ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების დაახლოებით 30-50 %. რა არის ორგანული ნარჩენები? საჭმლის ნარჩენები და ქერქები, ყავისფერი ქაღალდი, ნაჭრები, ფოთლები და მცენარეების და ყვავილების ნაწილები. ნაგავსაყრელებზე მსგავსი ნარჩენები წარმოქმნის ძალიან მავნე სათბურის აირს, მეთანს, ხოლო თუ მათ დააკოპოსტებთ, მიიღებ არაჩვეულებრივ ბუნებრივ სასუქს. კომპოსტირების სხვა შესაძლებლობებზე საქართველოში მალე დავწერთ.ეს არის 7 რამ, რაც ცოტა არ იყოს გვთრგუნავს ხანდახან. მაგრამ თუ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ჩვენთვის მოსახერხებელ ტემპში, ბოლოს შესამჩნევ ცვლილებას მოვახდენთ ჩვენს ცხოვრებაშიც და გარემოშიც. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი აზრები, წუხილი თუ შიში. ერთად უფრო მარტივად შევცვლით 🙂

𝗥𝗘𝗖𝗬𝗖𝗟𝗘 (გადაამუშავე)

გადაამუშავეთ ყველაფერი, რისი გადამუშავებაც საქართველოში შეიძლება: სუფთა 1, 2 და 5 ტიპის პლასტიკი და არაცხიმიანი მუყაო, ალუმინისა ქილები და და კონსერვის ქილები, შუშა. შეგიძლიათ წაიკითხოთ გადამუშავების წესების შესახებ ჩვენი პოსტები:

https://clck.ru/MAtBJ (პლასტმასა)
https://clck.ru/MAtBs (ქაღალდი)
https://clck.ru/MnnTs (შუშა)
https://clck.ru/Mnn4W (ალუმინი)

გადაუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად და ახალი ციკლური ეკონომიკის შესაქმნელად უკვე არსებული მასალებისაგან, ისე რომ ახლები არ ვაწარმოოთ. მოძებნეთ უახლოესი შემგროვებელი პუნქტი ამ რუკაზე: https://is.gd/5eCThmასევე შეგიძლიათ ჩააბარო ნებისმიერი ტიპის ძველი ელემენტები East Point • ისთ ფოინთი – ში. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიო აქ: https://clck.ru/MAtDg

%d bloggers like this: