ქაღალდის თუ პოლიეთილენის პარკი?

გააკეთე სწორი არჩევანი

პოლიეთილენის პარკები ცუდია. ჩვენ ეს ყველამ ვიცით. ისინი ნავთობისგან მზადდება, გამოიყენება საშუალოდ 15 წუთს, გარემოში კი სულ ცოტა 450 წელს რჩება (სინამდვილეში კი სამუდამოდ, თუ ადამიანები ვერ ახერხებენ პოლიეთილენის ბიოლოგიურ დაშლას). მაგრამ თქვენ გაგიკვირდებათ როცა გაიგებთ, რომ ერთი თხელი პარკის ნახშირბადის კვალი შედარებით მცირეა.

მრავალი ადამიანი მიესალმება მაღაზიებსა და საცხობებში ქაღალდის პარკების გამოყენებას, როგორც უკეთეს და ეკოლოგიურად ნაკლებად საზიანო არჩევანს. სწორია, ქაღალდი უფრო ადვილი გადასამუშავებელია, კომპოსტირებადიც კი, მაგრამ საკითხავია, რამდენადაა ხელსაყრელი ეკოლოგიურად.

ქაღალდის 1 პარკის დასამზადებლად, პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ოთხჯერ მეტი წყალია საჭირო. დიდი რაოდენობის ენერგიაა საჭირო ხეების ცელულოზის მასად და შემდეგ ქაღალდად გადასამუშავებლად. პროცესი მოითხოვს მრავალი ქიმიკატის გამოყენებას, რაც აბინძურებს წყალს და ნიადაგს. დაბოლოს, ქაღალდი მზადდება ხეებისგან, რომლებიც იჭრება იმის ნაცვლად, რომ იცოცხლონ და ხელი შეუწყონ ადამიანის მიერ გამოყოფილი CO2-ის შთანთქმას. თანაც ქაღალდის პარკები არ არის ხელსაყრელი. დიდი ბრიტანეთის გარემოს სააგენტოს 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ქაღალდის პარკი სულ მცირე სამჯერ უნდა გამოიყენო, რომ მის წარმოებაზე გაწეული დანახარჯები გაბათილდეს. რამდენად რეალურია ამის გაკეთება, როცა ისინი ასე სწრაფად ცვდება?

რომელია საუკეთესო არჩევანი?

ჩვენი აზრით მრავალჯერადი პარკები ისინი პოლიეთილენის პარკებივით მოსახერხებელი და გამძლეა, თუმცა მათ ერთჯერად პარკებთან (ორივე, ქაღალდისაც, პოლიეთილენისაც) შედარებით უფრო მძიმე ნახშირბადის კვალი აქვთ. თუ მრავალჯერადი პარკი ბამბისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მის დასამზადებლად გამოყენებულ იქნა ბევრი წყალი (არანაკლებ 1500 ლიტრისა) და პესტიციდები, რაც ნიადაგის დაბინძურებას და გამოფიტვას იწვევს. იმავე გამოკვლევის თანახმად ბამბისგან პარკის დამზადების დანახარჯების ასანაზღურებლად ის 131-ჯერ უნდა იქნეს გამოყენებული. სინთეტიკური პარკების დამზადება ნაკლებ დანახარჯს საჭიროებს, ამდენად ისინი უთუოდ უკეთესი ვარიანტია. ძირითადად ნახევარი წელია საჭირო მრავალჯერადი პარკები გარემოსთვის უვნებელი რომ გახადოთ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი ბევრად მეტია. ზოგიერთ ასეთ ჩანთას ჩვენ 4-5 წელიწადს ვიყენებთ (უფრო მეტსაც). წარმოიდგინეთ, რამდენ ნარჩენს დავტოვებდით ერთჯერადი პარკებით ამ დროის განმავლობაში!

ყველა ექსპერტი ერთნაირი აზრისაა: არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პარკი გაქვთ, მთავარია გამოიყენოთ ის რაც შეიძლება დიდხანს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოგიწოდებთ, უარი თქვათ ერთჯერად პარკზე და თქვათ “პარკი არ მინდა”

Zeen is a next generation WordPress theme. It’s powerful, beautifully designed and comes with everything you need to engage your visitors and increase conversions.