Parki Ar Minda-ს ეკო ტაქსი: მიგვაქვს თქვენი მეორადი ნარჩენები გადასამუშავებლად

აქ კი გპასუხობთ მის შესახებ მთავარ კითხვებზე.

ამჟამად როგორ მუშაობს ეკო ტაქსი?

თქვენ ახარისხებთ მეორად ნარჩენებს სახლში / სამსახურში წესების მიხედვით. გთხოვთ, გაყავით ნარჩენები ფრაქციებად (ცალკე პლასტმასი, მინა, ქაღალდი და ალუმინი). ნუ დაივიწყებთ ყველა ბოთლი და ქილა დაცალოთ და წყალი გამოავლოთ.

შეკვეთისთვის შეავსეთ ფორმა ამ გვერდზე. ჩვენ დაგიკავშირდებით რამდენიმე დღით ადრე და შევათახმებთ დროს როდესაც მოვალთ თქვენთან.

თქვენ უბრალოდ მოგვაწოდეთ თქვენი ნარჩენები და ჩვენ ვიზრუნებთ დანარჩენზე!

რისი ჩაბარებაა შესაძლებელი?

►  სუფთა და დაჭმუჭნული 5 სახის პლასტმასის შეფუთვებს: 1(PET), 2 (HDPE), 3(PVC), 4 (LDPE) და 5 (PP). გთხოვთ გაითვალისწინოთ: არ ვიღებთ კბილის პასტის შეფუთვებს, ერთჯერად ჭურჭელს და საწრუპებს.
►  სუფთა და ცარიელი შუშის ბოთლებს და ქილებს.
►  ქაღალდი და მუყაო, ცხიმის და ლაქების გარეშე.
►  სუფთა და დაჭმუჭნული, ალუმინისა და საკონსერვო ქილები.

იხილეთ სრული ინფორმაცია ქაღალდის, ალუმინის, პლასტმასის და შუშის გადამუშავებაზე.

რა ღირს ეკო ტაქსის მომსახურება?

ეკო ტაქსის მოსვლა ღირს 15 ლარი თბილისში შემდეგ მისამართებზე:  ვაკე, საბურთალო, ნუცუბიძე, ლისი, დიღომი, დიდუბე, ნაძალადევი, ნახალოვკა, ჩუღურეთი, ავლაბარი, მთაწმინდა, ვერა, სოლოლაკი, აბანოთუბანი, ორთაჭალა, ისანი, სამგორი, ვარკეტილი.

ეკო ტაქსის მოსვლა ღირს 20 ლარი თბილისის გარე უბნებში: წყნეთი, ოქროყანა, კოჯორი, გლდანი და ა.შ.

როდის მოვა ეკო ტაქსი?

ამ დროისთვის, ეკო ტაქსს შეუძლია მოგემსახუროთ ყოველი თვის დასაწყისში.  შეკვეთების რაოდენობადან გამომდინარე, შეიძლება დამატებითი დღეები დავამატოთ (ზედიზედ 2-3 დღე). 

ჩვენ წინასწარ შევათანხმებთ ეკო ტაქსის მოსვლის დროს რომ ის იყოს თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი.

სად მიდის ყველა შეგროვილი ნარჩენები?

გვსურს ვიყოთ სრულიად გამჭვირვალე თქვენთვის და ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ ყველა ნარჩენი ნამდვილათ გადამუშავდება.

► ყველა შუშის ბოთლს და ქილებს ქართველ მწარმოებლებისგან ჩვენ ვაბარებთ განმეორებითი გამოყენებისთვის.
► ყველა პლასტმასის ნარჩენებს ჩვენ ვაწვდით Polyvim LLC-ს შემდგომი დამუშავებისთვის.
► ქაღალდის ნარჩენებს ჩვენ ადგილობრივ გადამუშავებას ვაწვდით 
► ალუმინისა და კონსერვის ქილებს ჩვენ ვაბარებთ Clean World-ს შემდგომი გადამუშავებისთვის (ფრაქციებად დაყოფა, პრესირება და ექსპორტი გადამუშავებისთვის ). 
► ელემენტებს ვაბარებთ East Point-ის შეგროვების პუნქტში.
► პლასტმასის ბარათებს ვაგროვებთ და შემდგომ  ვაგზავნით გადამუშავებისთვის მეზობელ ქვეყანაში.

კიდე რას ვიღებთ?

► ყველა ტიპის საყოფაცხოვრებლო ელემენტებს.
► პლასტმასის ბარათებს (ვადაგასული საბანკო ბარათებს, ფასდაკლების ბარათებს, ძველი სატრანსპორტო ბარათებს და ა.შ)

ჩვენ გვსურს შეგახსენოთ, რომ ვაგროვებთ ნარჩენებს და არა “ნაგავს”. ეს ნარჩენები არის ღირებული მასალა, რომლის გადამუშავება შეამცირებს ნაგავსაყრელების ზომას და ხელს შეუწყობს ჩვენი პლანეტის ამოწურვადი რესურსების დაზოგვას. გთხოვთ შეამციროთ თქვენი ნაგვის რაოდენობა და დაახარისხოთ ნარჩენები გადამუშავებისთვის!

შეავსე ფორმა და შეუკვეთე ეკო-ტაქსი:


Zeen is a next generation WordPress theme. It’s powerful, beautifully designed and comes with everything you need to engage your visitors and increase conversions.