შუშის გადამუშავების წესები

შუშის გადამუშავება შესაძლებელია უსასრულოდ, ისე, რომ ხარისხს არ კარგავს. შუშის საგნებს შეგვიძლია მივცეთ ახალი ფუნქცია სახლში.

და თუ შუშის გადამუშავება საქართველოში გადაწყვიტეთ, გარკვეული წესები მაინც უნდა გაითვალისწინოთ.

 ✅ გადამუშავდება:
  • ნებისმიერი ფორმისა და ფერის შუშის ბოთლები, ქილები და თასები
  • კოსმეტიკის, პარფიუმერიის და მედიკამენტების პატარა ქილები
❎ არ გადამუშავდება:
  • Შუშის ჭურჭელი (ჭიქები, ფიალები, თეფშები და ა.შ.)
  • ნათურები
  • დამუშავებული შუშის ნივთები (ხშირად გამოიყენება ავეჯში, შუშის კედლებში ან საფეხურებში)
  • სარკეები
  • ოპტიკური შუშა (სათვალე, ფოტო ობიექტივის ლინზები)
  • ავტომობილის ან ფანჯრის შუშები
❎ შუშა არ არის:
  • ჭურჭელი და სხვა ნივთები ბროლისგან
  • კერამიკისგან გაკეთებული ნივთები
❗️როგორ მოვამზადოთ შუშის ნივთები გადასამუშავებლად?
  • გაათავისუფლეთ და გარეცხეთ ბოთლები, ქილები და თასები
  • თუ შესაძლებელია, მოაშორეთ პლასტმასის ან მეტალის თავსახურები (თუმცა სავალდებული არ არის)
  • თუ შესაძლებელია, მოაშორეთ სხვა მეტალის დეტალები (მაგალითად ნახმარი თავსახურები ლუდის ბოთლების შემთხვევაში)
  • შუშა მაინც გატყდება გადამუშავების პროცესში, ამიტომ არ იდარდოთ, თუ ბოთლი გატყდა ურნაში ჩაგდებისას.

შუშა შეგიძლიათ გადასამუშავებლად მიიტანოთ Clean World Recycling.ge რომელიმე შემგროვებელ პუნქტში. პუნქტების რუკა ოხილეთ აქ.

🌿 სასარგებლო რჩევა:

თბილისში არის რამდენიმე შემგროვებელი პუნქტი, რომელიც შუშის ბოთლებს ხელახალი გამოყენებისთვის აგროვებს. აგროვებენ ღვინის, შამპანურის, ლუდის და მინერალური წყლის ბოთლებს, სუოუსების, მწნილების, კეტჩუპის და ქართველი მწარმოებლებს სხვა პროდუქტების თასებს და ქილებს. არ იღებენ ზოგიერტი ღვინის და სპირტიანი სასმელის არასტანდარტულ ბოთლებს. ამ პუნქტებში გარკვეულ საფასურსაც კი იხდიან თითო ბოთლში!

შემგროვებელი პუნქტი, რომელიც ჩვენ ვიცით, მდებარეობს აქ: ჩუბინაშვილის 81 (თამარ მეფის გამზირის კვეთაზე).

Zeen is a next generation WordPress theme. It’s powerful, beautifully designed and comes with everything you need to engage your visitors and increase conversions.