ქაღალდის გადამუშავების წესები

ქაღალდის გადამუშავების წესები ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე პლასტმასის. ამ შემთხვევაში არ გჭირდებათ უამრავი სხვადასხვა ტიპის დამახსოვრება. მაგრამ ქაღალდის გადამუშავებასაც აქვს თავისი სპეციფიკა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.

 ✅ გადამუშავდება:
  • ქაღალდი პრინტით
  • პატარა და საშუალო ზომის მუყაოს შეფუთვები
  • ჟურნალები
  • წიგნები
  • კრაფტ პარკები (ყავისფერი ქაღალდის პარკები).
❎ არ გადამუშავდება:
  • ერთჯერადი ყავის ჭიქები! მათი ქაღალდი დაფარულია პლასტმასის ფენით იზოლაციისათვის
  • სახლში მიტანის სერვისის ერთჯერადი შეფუთვები ფოლგით ან პლასტმასის ფენით შიგნიდან (მაგალითად: ნუდლსის, ნამცხვრების, წვნიანების ან სხვა ცხელი კერძების შეფუთვები)
  • ქვითრები
  • ტუალეტის ქაღალდი (მუყაოს ჩათვლით) და ჭუჭყიანი ხელსახოცები
  • სტიკერები
  • ქაღალდის შეფუთვები კვერცხისათვის და „თეიქევეის“ ჭიქის დამჭერები
  • ფოტოები
  • შპალერი
  • სიგარეტის კოლოფები
  • საცხობი ქაღალდი
  • თეთრი შესაფუთი ქაღალდი
  • ტეტრა პაკის შეფუთვები.
❗️ როგორ მოვამზადოთ ქაღალდი გადასამუშავებლად:
  • ქაღალდი და მუყაო გათავისუფლებული უნდა იყოს საჭმლის ნარჩენებისაგან და არ უნდა იყოს ცხიმიანი
  • დაკეცეთ ან დააბრტყელეთ მუყაოს ყუთები ან ქაღალდის ჩანთები
  • მოაშორეთ ყველაფერს მეტალის ან პლასტმასის ნაწილები (მაგალითად: ზამბარები, მეტალის სკრეპები, პლასტმასის დეტალები და ა.შ.)
  • შეამოწმეთ ლამინირეული ხომ არ არის ქაღალდი – ოდნავ გახიეთ (შეგიძლიათ ხელით მოაშოროთ)
  • მოაშორეთ იზოლენტები მუყაოს შეფუთვებს, მაშინაც კი თუ იზოლენტა ქაღალდის არის.
🌿 სხვა რჩევები:
  • შეგიძლიათ დაალპოთ ხელსახოცები, ქაღალდი ან მუყაო საჭმლის ნარჩენებით (მაგალითად პიცის ყუთები)
  • შეგიძლიათ შეაგროვოთ ქაღალდის პროდუქტი, რომელიც არ ექვემდებარება გადამუშავებას და დაწვათ პიკნიკზე 🙂
  • შეგიძლიათ რამდენიმეჯერ გამოიყენოთ ქაღალდის პარკები, სანამ გადასამუშავებლად წაიღებთ
  • ინდივიდუალურ პირებს შეუძლიათ მიიტანონ ქაღალდის ნარჩენები ნებისმიერ შემგროვებელ პუნქტში, თბილისსა და ბათუმში.

Clean World Recycling.ge პუნქტების რუკა ოხილეთ აქ.

თუ ოფისში მუშაობთ, შეგიძლიათ სპეციალური ხის ყუთი შეუკვეთოთ არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე საჩუქარი/Green Gift – ს და უფასოდ მოგაწვდიან. სასარგებლო მინიშნება: მათ შეგიძლიათ შეუკვეთოთ გადამუშავებული ქაღალდისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები, მაგალითად ქაღალდის პარკები ან საჩუქრის შესაფუთი ქაღალდი.

თუ დიდ საწარმოში ან ორგანიზაციაში მუშაობთ და დიდი ზომის მუყაოს შეფუთვები გრჩებათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Clean World Recycling.ge – ს და შეუკვეთოთ წაღების სერვისი.

საქართველოში შეგროვებული ქაღალდი მთლიანად აქვე გადამუშავდება.

გახსოვდეთ, გადამუშავებული ქაღალდი გვეხმარება გადავარჩინოთ ხეები და დავიცვათ ეკოსისტემა გაუდაბნოებისაგან.

რეკომენდაციები, რომლებსაც ამა თუ იმ ბრენდს ვუწევთ, მხოლოდ ჩვენს გამოცდილებას და ცოდნას ეყრდობა. ეს არ არის ფასიანი რეკლამა.

Zeen is a next generation WordPress theme. It’s powerful, beautifully designed and comes with everything you need to engage your visitors and increase conversions.