რა არის პლასტმასა და რითაა ის მავნებელი?

რა არის პლასტმასა და რითაა ის მავნებელი?​

რა არის პლასტმასა?

პლასტმასა არის რაღაც პლასტიკური 🙂 პლასტიკური ნიშნავს მოქნილს, ანუ რაღაცას, რამაც შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს. თვითონ მასალის სახელწოდება მიუთითებს მის მთავარ მახასიათებელზე.

პლასტმასას შეიძლება დამზადდეს ბუნებრივი რეზინისგან, მარილისგან, სახამებლისგან, ცელულოზისგან და ა.შ. ამის მიუხედავად, ჩვენ გარშემო არსებული პლასტმასის ნივთები სინთეტიკურია (ხელოვნურად შექმნილი პოლიმერები) და ძირითადად, ნავთობქიმიური წარმომავლობისაა. პლასტმასას წარმოება დედამიწაზე ყოველწლიურად მოხმარებული საწვავის 10%-ს საჭიროებს.

არსებობს პლასტმასას 30-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გამოიყენება თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო სფეროში. პლასტმასას კლასიფიკაცია შეიძლება მისი დამზადების პროცესის, ქიმიური, ფიზიკური თუ სხვა თვისებების მიხედვით.

ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან კლასიფიკაციას: თერმოპლასტმასა და თერმოპოლიმერები.

თერმოპლასტმასა არის ისეთი პლასტმასა, რომლის გახურებისას არ იცვლება მისი ქიმიური შემადგენლობა და ამიტომ შეიძლება მრავალჯერ ჩამოისხას. მათ შორის ყველაზე ცნობილია: PET (1), PP (5) და PVC (3).

თერმოპოლიმერი დნება და მისი ჩამოსხმა შესაძლოა მხოლოდ ერთხელ: როდესაც გამყარდება, ის რჩება მყარ ფორმაში. მსგავსი პლასტმასას მაგალითებია: პოლიუთერანი, რომელიც გამოიყენება მცირე საკანცელარიო და სამზარეულო ნივთების, სამშენებლო და სხვა მასალების დასამზადებლად; სილიკონი, კოსმეტიკური აქსესუარებისთვის და ა.შ; და პოლიესთერი, რომელიც გამოიყენება ტანსაცმელში

ყველაზე უბრალო თერმოპლასტმასა ხშირად გვხვდება საყიდლებზე სიარულისას. უამრავი პლასტმასას ბოთლია წყლისთვის, შამპუნისთვისა და გამწმენდი საშუალებებისთვის, თეთრი ლანგრები სველი პროდუქციისთვის და ა.შ. ეს პლასტმასები გამოდგება გადასამუშავებლად და სხვა, ახალ პროდუქტად გარდასაქმნელად.

1902 წელს მოხდა პლასტმასას სინთეზირება, ხოლო 1920 წელს პოლიმერის ნაწარმის გაზრდის შემდეგ, ის ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. სამანქანო მრეწველობა, საოჯახო მოწყობილობები, მედიცინა – ეს ყველაფერი ასე სწრაფად ვერ განვითარდებოდა, რომ არა პლასტმასა. ის გამძლეა, მსუბუქი, ძირითადად ელექტროგაუმტარი, გააჩნია ფორმისა და გამოყენების ფართო სპექტრი.

რითაა მავნე პლასტმასა?

          პლასტმასა იქცევა ნარჩენად, რომელიც მომავალი 300-700 წლის მანძილზე არ დალპება.

          2019 წელს მსოფლიომ აწარმოა 300 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა. აქედან 50% ერთჯერადი მოხმარებისაა და გამოიყენება დაახლოებით 15 წუთის მანძილზე, მაგრამ ბუნებაში რჩება თითქმის სამუდამოდ.

          პლასტმასას წარმოება პირდაპირაა დაკავშირებული ნავთობის მოპოვებასთან – კლიმატური კრიზისის ერთ-ერთ მიზეზთან.

          პლასტმასას წარმოება მზარდია. ყველა დროს წარმოებული პლასტმასას ნახევარი შეიქმნა ბოლო 15 წლის განმავლობაში და 91%  გადაუმუშავებელია.

          პლასტმასას შეფუთვის 32% აბინძურებს გარემოს, 40% სადმე ნაგავსაყრელზეა, 14% დამწვარია, 14% გადამუშავებულია და მხოლოდ 2% გადამუშავდა ეფექტურად. 

          ყოველწლიურად 8 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა იყრება ოკეანეში და ეს მაჩვენებელი მზარდია.

          შავ ზღვაში აღმოჩენილი ნაგვის 83% პლასტმასაა, რაც უზარმაზარ საფრთხეს ქმნის ზღვის ეკოსისტემისა და ენდემურ არსებებისათვის.

          Greenpeace-ის მიხედვით პლასტმაა  შეიცავს 180-ზე მეტ მომწამლავ ნივთიერებას, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

          მღელვარება მიკროპლასტმასას ყველაფერში მზარდი შეღწევის გამო იზრდება. მას ვხვდებით ოკეანეებში, ონკანის წყალში, საკვებსა და მცენარეებშიც კი. ჩვენ ვჭამთ, ვსვამთ და ვსუნთქავთ მიკროპლასტმასას ყოველ დღე. Environmental Science and Technology-ში გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ადამიანები ყოველწლიურად პლასტმასას დაახლოებით 50 000 ნაწილაკს ჭამენ. მიკროპლასტმასასგან გამოწვეული ზიანი ჯერჯერობით არ არის ბოლომდე გამოკვლეული, მაგრამ ის არაორგანული და უცხოა ჩვენი ეკოსისტემისთვის და ვერ იქნება კარგი სასარგებლო ორგანიზმისთვის.

ჩვენ ვაღიარებთ პლასტმასას აუცილებლობას ცხოვრების რამდენიმე სფეროში, განსაკუთრებით მედიცინასა და სამანქანო დანადგარებში, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, შეამცირონ მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. უარი თქვათ ერთჯერად პლასტმასაზე და ჩავანაცვლოთ ის მრავალჯერადი მასალებით.

Zeen is a next generation WordPress theme. It’s powerful, beautifully designed and comes with everything you need to engage your visitors and increase conversions.