წინამდებარე მოხმარების წესებში ბოლო ცვლილება შესულია 2022 წლის 19 სექტემბერს.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მომხმარების წესები, რომელიც შეიცავს თქვენი უფლებებისა და ვალდებლებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

0.ტერმინთა განმარტება

ვებ-გვერდიwww.eco-taxi.ge ონლაინ პლატფორმა, რის მეშვეობითაც ხორციელდება ეკო მიდგომების შემუშავება და ნარჩენების გადასამუშავებლად საჭირო შეთავაზებების განხორციელება.

ვებ-გვერდის ადმინისტრაციაwww.eco-taxi.ge -ს ადმინისტრაცია, რომელიც მმართავს ვებ-გვერდს და  წარმოადგენს მის სრულუფლებიან მესაკუთრეს.

მომხმარებელი – პირი, რომელიც სტუმრობს საიტს, მიზნად ისახავს მიიღოს ვებ-გვერდით ან/და მისი ცალკეული კომპონენტით გათვალსწინებლი მომსახურება და ისარგებლოს მისით დანიშნულემისამებრ.

 

1.წინათქმა

წინამდებარე მოხმარების წესები აღწერს ვებ-გვერდის მოხმარების წესებსა და თავისებურებებს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს თქვენსა და ჩვენს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელ ხელშეკრულებას, რომელსაც თქვენ ეთანხმებით თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას ან/და ჩვენი სერვისებით სარგებლობისას.

თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, გთხოვთ არ ისარგებლოთ ვებგვერდით.

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად ვებ-გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, თქვენთან შეტყობინების გარეშე, შეცვალოს წინამდებარე მოხმარების წესები და ზოგიერთი პირობა. ყველა ცვლილება მომენტალურად შედის ძალაში და აისახება ვებ-გვერდზე. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად ამოწმოს ვებ-გვერდის მოხმარების წესები. ვებ-გვერდით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას შეცვლილ პირობებზე.

 

2. წესები და მოქმედების სფერო

ვებ-გვერდით ან/და მისი ცალკეული კომპონენტით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით და ეთანხმებით  მომხარების წესებს, პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკასა და დაკავშირებულ ინფორმაციას.

სარგებლობის წესების მოქმედება თანაბრად ვრცელდება მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური საშუალებას  იყენებს იგი.

 

3.ვებ-გვერდი და მისი დანიშნულება

ვებ-გვერდით ხორციელდება ეკო აქტივობებისა და მასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო საკითხების ხელშეწყობა, ცნობადობის ამაღლება და სხვა, რომელიც მიმართულია ფართო საზოგადოებისათვის.

ვებ-გვერდის მოხმარებისათვის საჭირო არაა რეგისტრაცია ან/და ანგარიშის შექმნა.

 

4. დასკვნითი დებულებები

მოხმარების წესები შედგენილია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად განიმარტება მის შესაბამისად, მიუხედავად თქვენი ადგილმდებარეობისა და წარმომავლობისა. ვებ-გვერდით სარგებლობის, წინამდებარე მოხმარების წესების ან/და სხვა მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს სასამართლოები.

მასალა, შინაარსი, კონტენტი, აღწერა,, ბიზნესის აღწერა, ტექსტები, მონაცემები, სურათები, ილუსტრაციები და ყველა ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ვებ-გვერდზე და ეხება კომპანიის ბრენდს დაცულია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებებით. დაუშვებელია მათი ვებ-გვერდის მიზნების გარდა სხვა რაიმე დანიშნულებით გამოყენება.

 

წინამდებარე მოხმარების წესებში ბოლო ცვლილება შესულია 2019 წლის 30 ნოემბერს.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მომხმარების წესები, რომელიც შეიცავს თქვენი უფლებებისა და ვალდებლებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

 

0. ტერმინთა განმარტება

აპლიკაცია – “WHAT I RECYCLE” აპლიკაცია,რის მეშვეობითაც ხორციელდება მომსახურების გაწევა.

აპლიკაციის ადმინისტრაცია – „WHAT I RECYCLE” -ს ადმინისტრაცია, რომელიც მმართავს აპლიკაციდს და  წარმოადგენს მის სრულუფლებიან მესაკუთრეს.

მომხმარებელი – პირი, რომელიც მიზნად ისახავს მიიღოს აპლიკაციით ან/და მისი ცალკეული კომპონენტით გათვალსწინებლი მომსახურება და ისარგებლოს მისით დანიშნულემისამებრ.

მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

 

 1. წინათქმა

წინამდებარე მოხმარების წესები აღწერს აპლიკაციის მოხმარების წესებსა და თავისებურებებს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს თქვენსა და ჩვენს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელ ხელშეკრულებას, რომელსაც თქვენ ეთანხმებით თქვენს მიერ ჩვენი აპლიკაციის გამოყენებისას ან/და ჩვენი სერვისებით სარგებლობისას.

თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, გთხოვთ არ ისარგებლოთ აპლიკაციით.

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად აპლიკაციის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, თქვენთან შეტყობინების გარეშე, შეცვალოს წინამდებარე მოხმარების წესები და ზოგიერთი პირობა. ყველა ცვლილება მომენტალურად შედის ძალაში და აისახება აპლიკაციაში. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად ამოწმოს აპლიკაციის მოხმარების წესები. აპლიკაციით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას შეცვლილ პირობებზე.

 

2. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო

აპლიკაციით ან/და მისი ცალკეული კომპონენტით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით და ეთანხმებით  მომხარების წესებს, პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკასა და დაკავშირებულ ინფორმაციას.

სარგებლობის წესების მოქმედება თანაბრად ვრცელდება მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური საშუალებას  იყენებს იგი.

 

3.აპლიკაცია და მისი დანიშნულება

აპლიკაცია წარმოადგენს პროგრამას, რითაც ხორციელდება ეკო აქტივობებისა და მასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო საკითხების ხელშეწყობა. ამასთანავე, აპლიკაციით ხორციელდება ანგარიშის მფლობელის მიერ ნარჩენების გადამუშავებისათვის საჭირო მოქმედებები, როგორიცაა ნარჩენების აღწერა, დასათაურება, დახარისხება, დასურათება და სხვა.

 

4.რეგისტრაცია

აპლიკაციით სარგებლობისათვის საჭირო არ არის რეგისტრაცია.

 

5. პერსონალური მონაცემები

წინამდებარე პერსონალური მონაცემების პოლიტიკა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია მომსახურების გაწევის პროცესში ითხოვს რაიმე მონაცემს მომხმარებლისაგან.

აპლიკაციას ან მისი ცალკეული კომპონენტის სარგებლობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იცნობს და სრულად ეთანხმება აპლიკაციას პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას.

შემოთავაზებული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა მონაცემი, რომელიც მოთხოვნილია რეგისტრაციისას აუცილებელია მომსახურების სრულყოფისა და უზრუნველყოფისათვის. ამასთან, კომპანია მაქსიმალურად ზღუდავს/კრძალავს რაიმე ფორმით მომხმარებლის მონაცემების გაზიარებას ან/და მათ აპლიკაციის მიზნების გარდა, ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენებას.

კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავებისას დაცულია შემდეგი პრინციპები:

ა) მონაცემები მუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვით და მისი ღირსების შეულახავად;

ბ) მონაცემები შეინახება აუცილებელი ვადით.

გ) მონაცემები მუშავდება კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის;

დ) მონაცემების დამუშავება მიზნის ადეკვატური და პროპორციულია;

ე) მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად;

ვ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტია, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება განახლებას.

კომპანიაში მიღებულია ისეთი გონივრული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. აღნიშნული განხორციელდება მომხმარებლის ამგვარი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.

 

6.მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია

მოხმარების წესები შედგენილია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად განიმარტება მის შესაბამისად, მიუხედავად თქვენი ადგილმდებარეობისა და წარმომავლობისა. აპლიკაციით სარგებლობის, წინამდებარე მოხმარების წესების ან/და სხვა მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს სასამართლოები.

 

7.დასკვნითი დებულებები

მასალა, შინაარსი, კონტენტი, აღწერა, ბიოგრაფიები, ბიზნესის აღწერა, ტექსტები, მონაცემები, სურათები, ილუსტრაციები და ყველა ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ვებ-გვერდზე და ეხება კომპანიის ბრენდს დაცულია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებებით. დაუშვებელია მათი ვებ-გვერდის მიზნების გარდა სხვა რაიმე დანიშნულებით გამოყენება.

 

(C) ყველა უფლება დაცულია

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი: 19 Queen Tamar Ave

Email: [email protected]

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი :19 Queen Tamar Ave

1. Evaluate available space in your apartment

2. Choose where to store your waste

3. If you live with others: agree on the sorting system with everyone to avoid mistakes and extra work

× Ask a question