მობილური აპლიკაცია მასშტაბების გასაუმჯობესებლად

„პარკი არ მინდას“ საგანმანათლებლო მიზანი ნარჩენების შემცირებისათვის საჭირო ცოდნის გაზრდა და  მიდგომებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ამაღლებაა. ჩვენ გვსურს გავზარდოთ ეკო-განათლების ხარისხი და უფრო მეტად ცნობადი გავხადოთ იგი.

თქვენ უყურებთ დოკუმენტის მოკლე ვერსიას. 
სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ მიყევით პდფ ვერსიას.

 

ცნობადობის გაზრდა

აქ, ციფრულ განყოფილებაში, ჩვენ ცოდნას აღვიქვამთ ოდენობის მიხედვით.ჩვენ ცოდნასა და ინფორმირებულობას ვაფასებთ იმ ადამიანების რაოდენობის მიხედვით, რომლებმაც დანერგეს ჩვენი პრინციპები და მიდგომები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო მალე გაიზრდება ეკო-ტაქსი და ჩვენი სხვა სერვისები, მით უფრო სასარგებლო შედეგი დადგება საგანმანათლებლო კუთხით. რაც უფრო მეტი ადამიანი იფიქრებს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე, მით უფრო დიდი იქნება ეკო-განათლებისთვის საჭირო ცოდნა. აღსანიშნავია, რომ მეტი ცოდნა უფრო უკეთესად ვრცელდება ახალ საზოგადოებებზე. ჩვენ ვნერგავთ და ვანვითარებთ ნარჩენების ამომცნობ პროგრამულ სისტემას, საზოგადოებისა და ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს შორის ცოდნის უფრო სწრაფად, მარტივად და ავტომატურ რეჟიმში გავრცელებისთვის, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება!

რაც უფრო მალე გაიზრდება ეკო-ტაქსი და ჩვენი სხვა სერვისები, მით უფრო სასარგებლო შედეგი დადგება საგანმანათლებლო კუთხით.

აქ, ციფრულ განყოფილებაში, ჩვენ ცოდნას აღვიქვამთ ოდენობის მიხედვით. ჩვენ ცოდნასა და ინფორმირებულობას ვაფასებთ იმ ადამიანების რაოდენობის მიხედვით, რომლებმაც დანერგეს ჩვენი პრინციპები და მიდგომები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო მალე გაიზრდება ეკო-ტაქსი და ჩვენი სხვა სერვისები, მით უფრო სასარგებლო შედეგი დადგება საგანმანათლებლო კუთხით. რაც უფრო მეტი ადამიანი იფიქრებს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე, მით უფრო დიდი იქნება ეკო-განათლებისთვის საჭირო ცოდნა. აღსანიშნავია, რომ მეტი ცოდნა უფრო უკეთესად ვრცელდება ახალ საზოგადოებებზე. ჩვენ ვნერგავთ და ვანვითარებთ ნარჩენების ამომცნობ პროგრამულ სისტემას, საზოგადოებისა და ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს შორის ცოდნის უფრო სწრაფად, მარტივად და ავტომატურ რეჟიმში გავრცელებისთვის, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება!

რაც უფრო მალე გაიზრდება ეკო-ტაქსი და ჩვენი სხვა სერვისები, მით უფრო სასარგებლო შედეგი დადგება საგანმანათლებლო კუთხით.

შესანიშნავი არ იქნება ნარჩენების ამომცნობი ავტომატური სისტემა, როგორც წარმოებაში, ასევე სახლში? აღნიშნულით ახსნისა და განმარტებების გარეშე იქნება შესაძლებელი ადგილობრივი პლასტმასის შეფუთვის ამოცნობა და ერთმანეთისაგან გარჩევა. მომხმარებლების მიერ ეკო-ტაქსის თითოეული რჩევისა და მიდგომის შესწავლის ნაცვლად, უმჯობესი არ იქნება აპლიკაციამ თავად ამოიცნოს ნარჩენები ჩვენთვის?

სამწუხაროდ, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობები ფლობენ და განკარგავენ ბევრ ინფორმაციას, რაც უსაფრთხო არ არის.

შემეცნებითი ავტომატიზაცია, რომელიც მუდმივად აგროვებს მოხმარებლების შესახებ ინფორმაციას ქსელში, საფრთხეს უქმნის მთელ საზოგადოებას.

 

ტექნოლოგიის უსაფრთხოდ გამოყენებისათვის, ადამიანებმა უნდა აკონტროლონ თავიანთი მონაცემები, ვინაიდან სწორედ ამ მონაცემებს ეფუძნება მიზანმიმართული რეკლამები და სხვა საზოგადოებაზე მოქმედი გავლენები, ამასთანავე დიდია თაღლითობისა და კიბერ-შეტევების რისკი. არსებული მიდგომების მიხედვით დაფარული ქსელით და ინფრასტრუქტურით შეუფერხებლად მიიღება აპლიკაციიდან მონაცემები, რაც მომხმარებლებს ხდის დაუცველს ამ მონაცემებით დაინტერესებული „მტაცებლების“ წინაშე და მათ შორის AI-სთან (ხელოვნურ ინტელექტთან), რომელიც ფართო მასშტაბების არსებობისას, თავადვე შეიძლება მოქმედებდეს სახიფათოდ.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესი ადამიანის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, ამიტომაც აუცილებელია ავტომატიზაციის პოტენციალის გაზრდის პროცესში ეკოლოგიურ ნაბიჯების გაზრდასთან ერთად, შევამციროთ საფრთხის შემცველი ნაბიჯების გადადგმა.

იმისათვის, რომ გავზარდოთ მასშტაბები და ნარჩენების ამოცნობა გავხადოთ ავტომატური მომხმარებლებისათვის, ჩვენ ვნერგავთ და ვანვითარებთ ნარჩენების ამომცნობ პროგრამულ სისტემას.

გპირდებით, რომ ნარჩენების გადამუშავების რეალურობასთან ერთად თქვენი ინფორმაცია არ აღმოჩნდება სხვის ხელში. მოხმარებელთა ნარჩენების სურათები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასდროს მოხვდება ინტერნეტში (ქსელში). იგი ნარჩენების მიღება/გაგზავნასთან ერთად ყოველთვის ფიზიკურად გამოიგზავნება მომხმარებლების მიერ ჩვენთან დაშიფრული, “Air-grapped” – გზით, რომელიც მუდმივად ოფლაინ რეჟიმს გულისხმობს.

მონაცემების, სურათების, მარკირებების გადატანა განხორციელდება ეკო-ტაქსის მიერ ნარჩენების გატანისას ან/და ჩვენს ობიექტზე თქვენი სტუმრობისას.

ამ მიდგომით ჩვენ გვსურს დავაწესოთ მონაცემთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი edge-computing-ში, რომელიც ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესსა და საზოგადოებებისათვის. გარემოზე ფიქრმა პერსონალურ მონაცემებეზე ზრუნვამდე მიგვიყვანა, რომელიც მოიცავს ჩვევებს, მნიშვნელოვან ამბებს, დანახარჯებს ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ.

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი გადასამუშავებელ კომპლექტებში ნარჩენების სურათები და მარკირებები, რათა მივიღოთ საჭირო ფოტომასალა. ჩვენ შევაგროვებთ და ჩვენივე ზედამხედველობით გადმოვიტანთ თქვენს სურათებს უსაფრთხოდ, დაშიფრულად, offline (ქსელის გარეშე) გზით ნარჩენების ამომცნობ აპლიკაციაში (ინფორმაციის სხვა ნებისმიერ ადგილას გადატანის გარეშე).

ჩვენი მიზნებისა და მიდგომის უზრუნველსაყოფად საჭირო არაა ინტერნეტი ან რაიმე კორპორატიული სერვერი. პროექტი მთლიანად მომზადებულია ჩატარებულ კვლევებსა და პასუხისმგებლობით აღსავსე მომხმარებლების მხარდაჭერით.

თუ გსურთ მხარი დაგვიჭიროთ ჩვენს ავტონომიურ ნარჩენების ამომცნობ პროექტში, გთხოვთ ჩამოტვირთეთ: What I Recycle for Android და iPhone

აპლიკაციას არ სჭირდება ინტერნეტი და უმარტივესია გამოსაყენებლად:

  1. ჩამოტვირტეთ აპლიკაცია აქ და აქ.
  2. გადაუღეთ სურათი იმ ნივთს, რისი გადამუშავებაც გსურთ .
  3. შეარჩიეთ და დაასათაურეთ კონკრეტული ნივთი აპლიკაციის მეშვეობით.
  4. რაც შეიძლება უფრო მეტი შეაგროვეთ აღნიშნული მონაცემები.
  5. გადაგზავნეთ თქვენს მიერ შეგროვებული მონაცემები ეკო-ტაქსისთან ნარჩენების გადაცემისას.

უსაფრთხო  ხელოვნური ინტელექტის (AI) ამომცნობი პროგრამის საშუალებით, ეკო-ტაქსი სწრაფად გაზრდის მასშტაბებს ათვისების მარტივი მეთოდების შეთავაზებით ახალი მომხმარებლებისათვის და ამავდროულად წარმოაჩენს მნიშვენლოვან შესაძლებლობებს სხვა გადამამუშავებლებისათვისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესებისათვის მსოფლიოს გარშემო

Arkady Krakovsky

(C) ყველა უფლება დაცულია

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი: 19 Queen Tamar Ave

Email: [email protected]

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი :19 Queen Tamar Ave

1. Evaluate available space in your apartment

2. Choose where to store your waste

3. If you live with others: agree on the sorting system with everyone to avoid mistakes and extra work

× Ask a question