ბიზნესისთვის

გახადეთ თქვენი ბიზნესი კიდევ უფრო ეკოლოგიური და პასუხისმგებლობიანი ჩვენთან ერთად

შეუძლებელია ბიზნესი წარმატებული იყოს, თუ პასუხისმგებლობით არ ეპყრობა ადამიანებსა და გარემოს. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) ეხმარება ბიზნესებს გაფართოებაში მათ გარშემო რაიმეს ან ვინმეს დაზიანების გარეშე.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ SDGs-ის წარმატებით დანერგვაში.

რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ?

1. ნარჩენების განცალკევებული შეგროვება ოფისში

ნარჩენების განცალკევებით შეგროვება:

შეამცირებს კორპორაციულ უარყოფით გავლენას გარემოზე
1
დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს უფრო პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში
2
გააუმჯობესებს თქვენი, როგორც ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი ბიზნესის რეპუტაციას
3
იქცევა მაგალითად სხვებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი პოზიტიური პრაქტიკების დანერგვასა და განვითარებას
4

ეკო-ტაქსის გადასამუშავებლად მიაქვს 15 ტიპის ნარჩენი.

ჩვენ გთავაზოთ არა მხოლოდ წაღების სერვისს, არამედ ურნებსაც, რომლებიც აღჭურვილია დეტალური სტიკერებით.

საჭიროებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ ეს ურნები.

2. თქვენი გუნდის ეკოლოგიური განათლება

ნარჩენების წარმატებული და ეფექტიანი განცალკევებული შეგროვება თითქმის შეუძლებელია იმ ადამიანების სწავლების გარეშე, ვინც ეს მეთოდი უნდა გამოიყენოს.

ჩვენ გთავაზობთ დახარისხების ვორკშოპებს, რომლებიც დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს გაეცნონ ნარჩენების სხვადასხვა სახეობებს, ისწავლონ მათი მომზადება, გაიგონ, სად გადამუშავდება ეს ნარჩენები და, რა თქმა უნდა – თუ რატომაა მნიშვნელოვანი ნარჩენების გადამუშავება და მათი პასუხისმგებლობიანი მართვა.

დამატებით გთავაზობთ ლექციებსა და ვორკშოპებს, რომელთა ფარგლებშიც განიხილება ეკოლოგიისა და ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლო თემებს შორისაა:

როგორ გავხდეთ უფრო შეგნებული მომხმარებელი

როგორ ვაწარმოოთ ნაკლები ნარჩენი სახლში: სამზარეულოში, აბაზანაში

როგორ ვაწარმოოთ ნაკლები ნარჩენი ქუჩაში გადაადგილებისა და მოგზაურობისას

როგორ ვაწარმოოთ ნაკლები საკვები ნარჩენი

როგორ გავხდეთ უფრო შეგნებული მომხმარებელი
როგორ ვაწარმოოთ ნაკლები ნარჩენი სახლში: სამზარეულოში, აბაზანაში
როგორ ვაწარმოოთ ნაკლები ნარჩენი ქუჩაში გადაადგილებისა და მოგზაურობისას
როგორ ვაწარმოოთ ნაკლები საკვები ნარჩენი

საუბრები ორიენტირებულია საქართველოზე და აქ ხელმისაწვდომ გადაწყვეტებზე

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლების
ცხოვრება უკეთესი და ბედნიერი გავხადოთ

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლების
ცხოვრება უკეთესი და ბედნიერი გავხადოთ

გამოცდილება

ჩვენ ვაგროვებთ და ვახარისხებთ ნარჩენებს უკვე 2 წელია და გვყავს 700-ზე მეტი კერძო და კორპორაციული კლიენტი. ჩვენი მიზანია არა ყველა ნარჩენის შეგროვება, არამედ ისეთი მოსახერხებელი სისტემისა და სერვისების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს წრიულ ეკონომიკას და შეამცირებს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე.

ექსპერტიზა

ჩვენ ყველაფერი ვიცით საქართველოში არსებული ნარჩენებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მათი რაოდენობა. ჩვენთვის ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცით, როგორ შთავაგონოთ სხვები.

რეაგირება

ჩვენ გვესმის პრობლემები, რომლებსაც შეიძლება გადააწყდეთ და მზად გვაქვს მათი კომფორტულად გადაჭრის მეთოდები და რჩევები. და კიდევ – ჩვენს სერვისებს გონივრული ფასები აქვს.

(C) ყველა უფლება დაცულია

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი: 19 Queen Tamar Ave

Email: [email protected]

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი :19 Queen Tamar Ave

1. Evaluate available space in your apartment

2. Choose where to store your waste

3. If you live with others: agree on the sorting system with everyone to avoid mistakes and extra work

× Ask a question