ჩვენი მისია:

შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას ნარჩენების გადასამუშავებლად გაგზავნის შესაძლებლობა.

რას ვაკეთებთ:

ეკო-ტაქსის სერვისი

ეს არის სახლებიდან და სამუშაო ადგილებიდან გადამუშავებადი ნარჩენების წამოღების სერვისი. ჩვენ გთავაზობთ ნარჩენების გადასამუშავებლად გაგზავნის მოსახერხებელ საშუალებას და ვიღებთ ნარჩენების ყველაზე ფართო დიაპაზონს თბილისში.

მეტი ინფორმაციისა და ტარიფებისათვის გთხოვთ ეწვიოთ ეკო-ტაქსის გვერდს, ამავე გვერდზე შეგიძლიათ შეიტყოთ, როგორ დაჯავშნოთ ვიზიტი.

ფარეხში მიტანა

ასევე შეგიძლიათ მოიტანოთ ნარჩენები ჩვენს ფარეხში, რომელიც ვაკეში მდებარეობს. ჩაბარება უფასოა. ფარეხში ვიღებთ მხოლოდ იმ ტიპის ნარჩენებს, რასაც ეკო-ტაქსიში.

მეტი ინფორმაციისათვის და ფარეხის სამუშაო გრაფიკის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს
ჩვენი პროექტის ერთადერთი მიზანი არ არის ნარჩენების ნაგავსაყრელის ნაცვლად გადასამუშავებლად გაგზავნა. ჩვენ ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ მათი რაოდენობის შემცირებაში.

სწავლება და კონსულტაციები ნარჩენების მართვისა და შემცირების პრაქტიკების შესახებ

ეკო-ტაქსის პროექტის ფარგლებში უკვე ორი წელია, ვახარისხებთ ნარჩენებს და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ. მოხარულები ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა საზოგადოებასა და ბიზნესებს. რეგულარულად ვატარებთ დახარისხების ვორკშოპებს და გავცემთ კონსულტაციებს ნარჩენების განცალკევების ეფექტიანი სისტემის შექმნის შესახებ.

ჩვენი გუნდი

მარიამ ფესვიანიძე

პარტნიორი, «პარკი არ მინდას» თანადამფუძნებელი, ეკოტრენერი, კინორეჟისორი
ნარჩენების გადამუშავება მარტივი პირველი ნაბიჯია უფრო სუფთა და ჯანმრთელი გარემოსაკენ, სადაც ჩვენ და ჩვენი შვილები შევძლებთ უკეთესად ცხოვრებას.

არკადი კრაკოვსკი

პარტნიორი ციფრული სტრატეგიის მიმართულებით.
BuckitUp ltd-ის აღმასრულებელი დირექტორი
მე მჯერა, რომ მონაცემთა ავტონომიური მენეჯმენტი არსებითად ზრდის საზოგადოებრივ ეთიკასა და პასუხიმგებლობის გრძნობას, ისევე როგორც მათ მდგრადობას, სოლიდარობასა და ნდობას.

ტატიანა რემნევა

პარტნიორი, «პარკი არ მინდას» თანადამფუძნებელი, კომუნიკაციების სპეციალისტი
ნარჩენების გადამუშავება მარტივი პირველი ნაბიჯია უფრო სუფთა და ჯანმრთელი გარემოსაკენ, სადაც ჩვენ და ჩვენი შვილები შევძლებთ უკეთესად ცხოვრებას.

ვიქტორია ფილინოვა

პროექტის კოორდინატორი
მე მჯერა, რომ ყველამ უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობება თითოეულ არჩევანზე. მინდა, რომ გარშემო ყველა ნაკლებ ნაგავს აწარმოებდეს.

გახდით ჩვენი მოხალისე

პროექტი ეკო-ტაქსი «პარკი არ მინდას» ინიციატივაა. «პარკი არ მინდა» საგანმანათლებლო და საკონსულტაციო პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ნარჩენების მიმართ უფრო პასუხისმგებლობიანი მიდგომის დანერგვა-გავრცელებას.

შემოუერთდით ჩვენს მოხალისეთა გუნდს, დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებასა და მეტი ნარჩენის გადასამუშავებლად გაგზავნაში. დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და გაიგეთ მეტი მოხალისეთა შესაძლებლობების შესახებ.

შემოუერთდით ჩვენს მოხალისეთა გუნდს, დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებასა და მეტი ნარჩენის გადასამუშავებლად გაგზავნაში. დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და გაიგეთ მეტი მოხალისეთა შესაძლებლობების შესახებ.

(C) ყველა უფლება დაცულია

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი: 19 Queen Tamar Ave

Email: [email protected]

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი :19 Queen Tamar Ave

1. Evaluate available space in your apartment

2. Choose where to store your waste

3. If you live with others: agree on the sorting system with everyone to avoid mistakes and extra work

× Ask a question