სიახლეები

♻️💡LED ნათურების გადამუშავება!

სექტემბერი 2023

ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია თბილისში LED ნათურების გადამუშავება! 🎉

მეტი
Wasteless • ვეისთლესი ასოციაციამ, რომელიც მუშაობს ახალი კანონის EPR (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) ფარგლებში, დაიწყო ელექტრონული ნარჩენების საცალო შეგროვება Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი -ის მაღაზიების უმეტესობაში. ორ მათგანში ასევე არის LED ნათურების შეგროვების შესაძლებლობაც.
📍ყველა შეგროვების პუნქტი, იმის მითითებით, თუ რისი ჩაბარება შეიძლება დაემატა ჩვენს გადამუშავების რუკას: https://cutt.ly/VRwDxYv . ჩვენს რუკას აქვს ფართო გეოგრაფია, მათ შორის შედის გორი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ქუთაისი და ა.შ.
✨ LED ნათურები მიიღება მხოლოდ აქ:
📍 ელიტ ელექტრონიქსი ისთ ფოინთში
📍 ელიტ ელექტრონიქსი თბილისი ცენტრალში (რკინიგზის სადგური)
🤗 ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ დაგვეწყო LED ნათურების მიღება ყველა ჩვენს ავტოფარეხში (მხოლოდ). შეგიძლიათ სხვა ნარჩენებთან ერთად მოგვიტანოთ ისინი. 🙂
❗️ჩვენი შემგროვებელი პუნქტების მისამართები და სამუშაო საათები შეგიძლიათ იხილოთ აქ: eco-taxi.ge
❌ გთხოვთ გაითვალისწინოთ: სხვა ნათურები (ინკანდესენტური ან ედისონი) ამ დროისთვის არ მიიღება გადამუშავებისთვის.
ყველა შეგროვებული ნათურა გადაეცემა Wasteless-ს შემდგომი დამუშავებისთვის.

ეკო-ტაქსისა და ფარეხების შედეგები: აპრილი - ივნისი

ივლისი 2023

✨ კიდევ 3 თვე გავიდა. ამ პერიოდში ჩვენს ხელში უამრავმა გადამუშავებადმა ნარჩენმა გაიარა. გვინდა მთავარი ამბები და შედეგები გაგიზიაროთ.

მეტი
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა «პარკი არ მინდას» მესამე ფარეხის გახსნა იყო ჩუღურეთში! ეს კომპანია Garage IT-ის ხელშეწყობსა და დაფინანსების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ფარეხი მდებარეობს თამარ მეფის 19 ნომერში (შესასლელი – ნინოშვილის ქუჩიდან, თაღის გავლით).
 
ჩვენი სპონსორების გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ მეტი ცნობადობა შეგვეძინა და უფრო ადვილად მოსაძებნი გაგვეხადა ვაკის ფარეხი. ასე დაიწყო თანამშრომლლობა თბილისის სთრითარტისებთან. ჯერ თინა ჩერტოვამ შექმნა ნამუშევარი ფარეხთან ახლოს, ხოლო მოგვიანებით საბურთალოს ფარეხთან ახლოს Tamoonz-ის ნამუშევარი გაჩნდა.
 
‼️ აპრილსა და ივნისში შევაგროვეთ და გადასამუშავებლად გავგზავნეთ 26 ტონაზე მეტი ნარჩენი. მათ შორის:
♻️ 7.9 პლასტმასა – ყველა ტიპის
♻️ 4,8 ქაღალდის სხვადასხვა პროდუქტი
♻️ 240 კგ ელემენტები
🤗 ჩვენს ფარეხებს ეწვივნენ 4637-ჯერ!
 
ეს წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ვიზიტებზე 40%-ით მეტია, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდისა და მოხალისეების შრომით. ისინი არ იშურებენ დროს და ენერგიას, რათა ნარჩენების განცალკევების ეფექტიანი მეთოდები თქვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ.
 
🚛 ამ პერიოდის განმავლობაში ეკო-ტაქსიმ 600-ჯერ წამოიღო ნარჩენები ჩვენი კერძო და კორპორატიული კლიენტებისგან. დიდი მადლობა ყველას ჩვენი სერვისის არჩევისთვის!
ამ სამ თვეს გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია. ნარჩენების შენახვა და მართვა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო – ჩვენ უდიდესი ენერგია დავხარჯეთ რათა შეგვექმნა სანდო სერვისი ჩვენი კლიენტებისათვის. ასევე აუცილებლად უნდა გვქონოდა სივრცე, სადაც შეგროვებულ ნარჩენებს გადასამუშავებლად გაგზავნამდე შევინახავდით. ამ პროცესში, ნარჩენების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ, მუდმივად ვსწავლობთ და ვაკორექტირებთ პროცესს.
კიდევ ერთი გამოწვევა ის იყო, რომ ეკო-ტაქსიში მომუშავე ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. მოგვიწია აგვეყვანა ახალი თანამშრომლები და ჩაგვეტარებინა მათთვის მრავალეტაპიანი ტრენინგები, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველა თანამშრომელი იზიარებს ჩვენს პრინციპებს და საკმარისი ცოდნა აქვს ნარჩენების სახეობების შესახებ თუ სხვა აუცილებელი მიმართულებით.
 
გვინდა შეგახსენოთ:
👉🏻 გამოიძახეთ ეკო-ტაქსი
👉🏻 შეამოწმეთ განრიგი და ჩვენი შემგროვებელი პუნქტების მისამართები
👉🏻 გაეცანით დახარისხების წესებს
👉🏻 გადახედეთ შემგროვებელი პუნქტების რუკას და ა.შ.
 
გთხოვეთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: eco-taxi.ge. 💚

⚡️ შეგროვების სიახლეები: ახლა ჩვენ ქაღალდის ახალ ტიპებს ვიღებთ

მარტი 2023

რთული წარმოსადგენია კვერცხის კონტეინერებისა და ტუალეტის ქაღალდის წარმოებაში გამოყენებული რამდენი მუყაო ვერ ჩავიბარეთ ნარჩენების შეგროვების 3 წლის განმავლობაში. ეს აღარ განმეორდება!

მეტი

რთული წარმოსადგენია კვერცხის კონტეინერებისა და ტუალეტის ქაღალდის წარმოებაში გამოყენებული რამდენი მუყაო ვერ ჩავიბარეთ ნარჩენების შეგროვების 3 წლის განმავლობაში. ეს აღარ განმეორდება!

✨ მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 20 მარტიდან ვიღებთ ცელულოზური მუყაოსგან დამზადებულ ნებისმიერ პროდუქტს:

♻️ კვერცხის კონტეინერები, ჭიქის დამჭერები, ყუთების შიდა სადგამები, ხილისა და ბოსტნეულის კონტეინერები და სხვა.

და

♻️ ტუალეტის ქაღალდის/ ხელსახოცების მილაკები და მუყაოს სხვა მილაკები.

❗️ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ის არის, რომ ჩვენ მათ ცალკე ვაგროვებთ, როგორც ფარეხებში, ისე ეკო-ტაქსის საშუალებით, ამიტომ დარწმუნდით, რომ სხვა ქაღალდთან ერთად არ ინახავთ.

უკვე შევიტანეთ საჭირო ცვლილებები დახარისხების წესებში

ნარჩენების ეს სახეობები გადამუშავდება პროექტ @greengift1 -თან თანამშრომლობით.

2022 წლის ანგარიში მზად არის 🙂

თებერვალი 2023

მართალია ცოტა მოგვიანებით, თუმცა მოხარული ვართ გაცნობოთ “პარკი არ მინდას” 2022 წლის პროგრესის ანგარიში.

 
მეტი
  • ანგარიში მოიცავს ფინანსურ და რაოდენობრივ მონაცემებს.
  • ანგარიშში განხილულია მეთოდოლოგია, გავლენის მქონე საკითხები და “ბექგრაუნდი”.
  • ხაზგასმული და აღწერილია “ბოთომ-აფ” მიდგომა (საფუძვლიდან შედეგამდე) და გამოწვევები სახსრების მოზიდვისა და ბიზნესის ზრდის კუთხით.

 

Download: 2022 Parki ar minda PROGRESS REPORT

ცვლილებები ქაღალდის შეგროვებაში

თებერვალი 2023

16 იანვრიდან იცვლება ქაღალდის დახარისხების წესები ეკო-ტაქსისა და ფარეხებში.

მეტი

ახლა უკვე გამოვყოფთ 3 სახეობას:

 

  1. მუყაო და კრაფტის ქაღალდი: სქელი მუყაო (ყუთები და ა.შ.), თხელი ერთფენიანი მუყაო (საკვების და სხვა შეფუთვები), კრაფტის ქაღალდი (სახლში მიტანის სერვისის პარკები და სხვა კრაფტის/ყავისფერი პარკები), სხვა ქაღალდის პარკები
  2. თეთრი ქაღალდი (მაკულატურა): თეთრი ქაღალდი, რვეულები, ფლაერები, ლიფლეტები (აკინძვის გარეშე) 
  3. ბეჭდური პროდუქტები (აკინძული): წიგნები, ჟურნალები, ბუკლეტები, კატალოგები, რვეულები და სხვა

 

როგორ მოვამზადოთ ქაღალდის პროდუქტები ჩვენთან გადასამუშავებლად:

 

  1. მოაშორეთ ყველა ელემენტი, რომელიც ქაღალდის არ არის:  სტეპლერის ტყვიები, სკრეპები, ქვითრები, სკოჩი, სტიკერები, წნული (არა ქაღალდის) პარკის სახელურები
  2. დარწმუნდით, რომ ყველაფერი ცარიელი და სუფთაა და არ აქვს ცხიმის ლაქები 
  3. დაკეცეთ ყველაფერი იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია

 

ამიერიდან ჩვენ მიერ შეგროვებული ქაღალდი და მუყაო სრულად გადამუშავდება საქართველოში!

გადამუშავებულ ქაღალდსა და მუყაოს გამოიყენებენ ხელსახოცებისა და სხვა პროდუქტების დასამზადებლად.

«პარკი არ მინდას» 2022 წლის შედეგები: ეკო-ტაქსი & ფარეხები

თებერვალი 2023
ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაკავებულები ვიყავით 2022 წელს!
❗️ეკო-ტაქსის მიერ განხორციელებული მომსახურებისა და შეგროვილი ნარჩენების ჯამური რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა.
მეტი
ჩვენი ფარეხის ვაკის ფილიალის ვიზიტორების რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა წლის დასაწყისთან შედარებით, რის შედეგადაც ნოემბრის ბოლოს გავხსენით მეორე ფარეხი საბურთალოზე.
☝🏻 განვახორციელეთ 105 ვიზიტი 1526 მისამართზე. 4000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა ჩვენს შემგროვებელ პუნქტებში.
♻️ 2022 წელს შევაგროვეთ დაახლოებით 70 ტონა ნარჩენი, წინა წლის განმავლობაში კი – მხოლოდ 16.
მათ შორის:
📌 10 ტონა PET-პლასტმასა. ამ ტიპის ნარჩენის რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა – 2021 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტი შეგროვდა
📌 7,5 ტონა ქაღალდის ნარჩენი გაიგზავნა გადასამუშავებლად
📌 1 ტონა ალუმინი და 1 თუნუქი
🔋 ასევე შევაგროვეთ დიდი რაოდენობით ელექტრონარჩენი და ელემენტი. ამ წელს ელემენტების ჩაბარების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა ყველა შემგროვებელ პუნქტში.
🤗💚 მოხარულები ვართ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია მონაწილეობს განცალკევებულ შეგროვებაში და ყველა მათგანი გვენდობა ამ საქმეში. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შემდგომში ნარჩენების მართვის პროცესი სწორად და უფრო მეტიც, საუკეთესოდ წარიმართება.
💪🏻 აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და შევქმნით მეტ შესაძლებლობას საქართველოში ნარჩენების სწორი მართვისათვის.
✨ სრული ინფორმაცია ეკო-ტაქსის სერვისებისა და ფარეხების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩენს ვებგვერდზე: eco-taxi.ge.

ეკო-ტაქსი რადიო თავისუფლების

Youtube არხსა და Facebook-ზე

დეკემბერი 2022

2 დეკემბერს რადიო თავისუფლების Youtube-ისა და Facebook-ის გვერდებზე განთავსდა ვიდეო ეკო-ტაქსის შესახებ.

Read more

მოხარულები ვართ, რომ სულ უფრო მეტი მედიასაშუალება აშუქებს ჩვენს საქმიანობას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ნარჩენების მართვის კუთხით წინ მივდივართ. იმედი გვაქვს ამ პუბლიკაციების საშუალებით მეტი ადამიანი შეიტყობს ნარჩენების გადამუშავების შესახებ, გაიაზრებს განცალკევებული შეგროვებისა და გადამუშავების მნიშვნელობას და შემოუერთდება ჩვენს მოძრაობას.

ჩვენი მეორე ფარეხი

საბურთალოზე გაიხსნა!

ნოემბერი 2022

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენი მეორე შემგროვებელი პუნქტი საბურთალოზე ნოემბრის ბოლოს გაიხსნა.

ახლა ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებს მეტი წვდომა აქვთ ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებაზე. პირველ კვირაში უკვე 80-მა ადამიანმა მოიტანა ნარჩენები გადასამუშავებლად!

მეტი

საბურთალოს ფარეხშიც მოხალისეები მუშაობენ და ამიტომ გრაფიკი მოძრავია. გთხოვთ მოსვლამდე გადაამოწმოთ სამუშაო საათები.

მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 34ა

როგორ მოაგნოთ ფარეხს: ნანტის ბაღის დიდსაათიანი შენობის უკან. შემოსასვლელი ირინე სხირტლაძის ქუჩის მხრიდან. ნაცრისფერი ფარეხი 

 «პარკი არ მინდას» ნიშნით.

ეკო-ტაქსი და ფარეხი:

სექტემბრის შედეგები

ოქტომბერი 2022

სექტემბერში სტაბილურ გრაფიკზე გადავედით – კვირაში სამი სამუშაო დღე. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია გვიერთდება რაც შეიძლება მეტი ნარჩენის გადამუშავების საქმეში. და ეს შესანიშნავია!

ქვემოთ მოცემული შედეგები კიდევ ერთი რეკორდია – ერთ თვეში 10 ტონაზე მეტი გადამუშავებადი ნარჩენი შევაგროვეთ!

მეტი

თუ ტიპების მიხედვით დავყოფთ, შედეგები ასე გამოიყურება:

  • ტონაზე ცოტა მეტი პლასტმასი PET-ის რეკორდული რაოდენობით ჩვენს ფარეხში
  • 1 ტონაზე ცოტა ნაკლები ქაღალდი და მუყაო
  •  4 ტონა შუშა ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავებისათვის
  •  დანარჩენი ნარჩენების სხვა ტიპებზე განაწილდა

ცალკე შევაგროვეთ 8 601 ჩანთა ქაღალდის თავსახური და გავგზავნეთ ბათუმში Recycleaf პროექტისთვის.

წინა თვეში ჩვენს ფარეხს 380 ადამიანი წევია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მოხალისეებს, რადგან მათ არ დაიშურეს მონდომება, ძალისხმევა და დრო, რათა ფარეხს თითქმის ყოველ დღე ემუშავა!

აგვისტოში 1 ტონაზე

მეტი პლასტმასა შევაგროვეთ!

სექტემბერი 2022

ამ რაოდენობის პლასტმასა ერთ თვეში პირველად შევაგროვეთ! და ეს იმის მიუხედავად, რომ საზაფხულო შესვენება გვქონდა.

უფრო ზუსტად, შევაგროვეთ 1005 კგ პლასტმასა, რომლის უდიდეს ნაწილსაც პლასტმასის ბოთლები შეადგენდა.

მეტი

გარდა ამისა, შევაგროვეთ:

  • 411 კგ ქაღალდი და მუყაო
  • 70 კგ ალუმინი და 70 კგ თუნუქი
  • 2865 ბოთლი და ქილა ხელახალი გამოყენებისთვის
  • 1 ტონა შუშა გადამუშავებისთვის

 

საერთოდ ჯამში 5.5 ტონა ნარჩენი გადარჩა ნაგავსაყრელებზე მოხვედრას და გაიგზავნა გადასამუშავებლად ან ხელახალი მოხმარებისათვის!

მნიშვნელოვანი სიახლეები

5 (PP) პლასტმასის შესახებ

ივნისი 2022
დღეს გვინდა გაგიზიაროთ 2 მნიშვნელოვანი სიახლე 5 (PP) პლასტმასის ნივთების გადამუშავების შესახებ:
მეტი
1. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ახლა ჩავიბარებთ რბილი პლასტმასის შეფუთვებს ნიშნით 5 (PP) ჩვენს ფარეხში. მაგალითები: ბურღულეულის რბილი შეფუთვები (ბრინჯი და ა.შ), პურის შეფუთვები, ტკბილეულისა და ორცხობილების შეფუთვები. გაითვალისწინეთ, რომ ვიღებთ მხოლოდ იმ შეფუთვებს, რომლებზეც დატანილია პლასტმასის ტიპის ნიშანი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ ვიღებთ რბილ შეფუთვებს (ნიშნითაც კი), რომელსაც შიდა მხრიდან აქვს ბრჭყვიალა საფარი (როგორც ჩიფსების შეფუთვებს). 2. გაქვთ მაწვნისა და მდნარი ყველის კონტეინერები? თუ კი, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი თხოვნა იქნება, მოაცილოთ ცელოფნის თხელი ფენა მაწვნისა და არაჟნის კონტეინერებს და ქაღალდის საფარი ზოგი მდნარი ყველისა და რძის სხვა პროდუქტების კონტეინერებს.   როგორ მოვაცილოთ თხელი ცელოფნის/ქაღალდის საფარი: დანით გაჭერით ცელოფანი/ქაღალდი კონტეინერის ქვედა მხარეს და მოხსენით. ეს ცვლილება შეიტანა მოთხოვნებში ამ ტიპის პლასტმასის გადამამუშავებელმა კომპანიამ.

♻️ ჩვენი მუშაობის

შედეგები ივნისში!

ივლისი 2022

ივნისი ძალიან ცხელი იყო! საბედნიეროდ, არა ტემპერატურის მხრივ 😉

⚡️ივნისში 5 ტონა ნარჩენი შევაგროვეთ! ⚡️

‼️ და ფარეხის ვიზიტორების რეკორდული რიცხვი გავაუმჯობესეთ – 263 ვიზიტორი. დიდი მადლობა ჩვენს მოხალისეებს და ყველას, ვინც დაგვეხმარა, რომ ფარეხი უფრო დიდხანს ყოფილიყო ღია.

მეტი
გვახარებს ის ფაქტი, რომ ნარჩენების პასუხისმგებლობიან მართვაზე მოთხოვნა თბილისის მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორში სულ უფრო იზრდება. ერთად ჩვენ შევიმუშავებთ და დავნერგავთ მეტ მდგრად გადაწყვეტას. ❤️


წარმოგიდგენთ ნარჩენების რაოდენობას სახეობების მიხედვით მაისში:

♻️ PET ბოთლები – 482 კგ

♻️ სხვა PET – 106,5  კგ

♻️ HDPE & PP – 41,3 & 46 კგ

♻️ LDPE – 12 კგ

♻️ ალუმინი – 62 კგ

♻️ თუნუქი – 70 კგ

♻️ ქაღალდი/მუყაო – 738 კგ

♻️ შუშა ხელახალი მოხმარებისთვის – 4126 ბოთლი და ქილა

♻️ გადასამუშავებელი შუშა – 1 ტონა


გადაამუშავეთ ჩვენთან ერთად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ რაოდენობის შემცირება და ხელახალი გამოყენება ყოველთვის უკეთესი გამოსავალია 😉

ჩვენი მუშაობის

შედეგები მაისში

ივნისი 2022
კიდევ ერთი თვე გავიდა. ჩვენ მოგვწონს შედეგების შეჯამება ყოველთვიურად და ვთვლით, რომ მათი გამოქვეყნება მნიშვნელოვანია
ასე და ამგვარად:
მეტი

მაისში შევაგროვეთ 4 ტონა ნარჩენი, 1.3 ტონით მეტი, ვიდრე აპრილში!

არა იმიტომ, რომ მეტი ნარჩენი წარმოიქმნა, არამედ იმიტომ, რომ მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა შეგროვებაში.

ფარეხი სულ უფრო პოპულარული ხდება. მაისში 255 ადამიანი გვეწვია – წინა თვეზე 100 ადამიანით მეტი!

ეკო-ტაქსიმ 7 შემოვლა შეასრულა და 100 მისამართიდან წამოიღო ნარჩენები.

გთავაზობთ ნარჩენების რაოდენობას სახეობების მიხედვით:

PET ბოთლები – 499 კგ

სხვა PET – 84 კგ

HDPE & PP – 40 & 46 კგ

ალუმინი – 72,6 კგ

თუნუქი – 102 კგ

ქაღალდი/მუყაო – 671 კგ

შუშა ხელახალი გამოყენებისთვის – 4045 ბოთლი და ქილა

შუშა გადასამუშავებლად – 1.2 ტონა

მადლობა ეკო-ტაქსის გუნდს და მოხალისეებს მთელი ამ ნარჩენების მართვისათვის! და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ახარისხებს, ასუფთავებს და სათანადოდ მართავს თავის ნარჩენებს

ფარეხის სიახლეები:

ახლა შეგიძლიათ

მოიტანოთ გადასამუშავებლად

წამლის ფირფიტები

იანვარი 2022
2022 წლის იანვრიდან ვიღებთ წამლის ცარიელ ფირფიტებს. შეგროვებული ფირფიტები გაიგზავნება გადასამუშაველად რუსეთში (იქ არსებობს საჭირო დანადგარები).
თუმცა ამ ტიპის ნარჩენებს ვერ მივიღებთ ეკო-ტაქსის საშუალებით. მოსვლამდე ჩვენს სამუშაო საათებს შეგიძლიათ გაეცნოთ ფარეხის გვერდზე.

ფარეხის სიახლეები:

ვიღებთ ბუშტებიან შესაფუთს

ხელახალი გამოყენებისათვის

იანვარი 2022
გაქვთ სახლში ბუშტებიანი შესაფუთი, რომელსაც სტრესის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ იყენებთ? 🙂 მოგვიტანეთ ხელახალი გამოყენებისათვის!
მეტი

იანვრიდან ფარეხი იღებს გამოუყენებელ ბუშტებიან შესაფუთს (ჰაერით ბუშტებში). მასალას ფაქიზი კერამიკული პროდუქტების შესაფუთად გამოიყენებს კერამიკის სტუდია Modi. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბუშტებიან შესაფუთს ვერ მივიღებთ ეკო-ტაქსის ვიზიტების ფარგლებში. შესაძლებელია მხოლოდ ფარეხში მოტანა. ბუშტებიანი შესაფუთი არ გადამუშავდება საქართველოში, მაგრამ მისი გამოყენება მრავალჯერადად შეიძლება! მიეცით მას ახალი ფუნქცია და შეამცირეთ უარყოფითი გავლენა გარემოზე 🙂

(C) ყველა უფლება დაცულია

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი: 19 Queen Tamar Ave

Email: [email protected]

ვაკე: 6 Mtskheta lane
საბურთალო: Al. Kazbegi, 34a
ჩუღურეთი :19 Queen Tamar Ave

1. Evaluate available space in your apartment

2. Choose where to store your waste

3. If you live with others: agree on the sorting system with everyone to avoid mistakes and extra work

× Ask a question